დღეს სრულდება ჩვენი ტრენინგი, რომელიც სახალისოც იყო და შემეცნებითიც.
პედაგოგებმა გააკეთეს პრეზენტაციები, შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები. ტრენინგით გაფართოვდა ჩვენი ცოდნა კომპიუტერული ცოდნის შესახებ. შესაძლებლობა მოგვეცა სა
სწავლო პროცესი უფრო საინტერესო გავხადოთ პროექტ-გაკვეთილებით.
მადლობა მინდა ვუთხრა გვანცას გაწეული შრომისა და თანადგომისათვის.მასთან ურთიერთობა იყო სასიამოვნო და საინტერესო.მისგან ვისწავლე, და აუცილებლად გამოვიყენებ, რომ პროექტზე მუშაობის დროს მასწავლებლისგან შექება და გამხნევება წარმატების მისაღწევად აუცილებელია.
Monday, July 24, 2017
Monday, July 17, 2017
დღე-8
მე-7 მოდულის გაცნობის შემდეგ გავიგე როგორ გავუწიო კლასს დახმარება ტექნოლოგიებით. თუმცა ვფიქრობ ჯერ არ ვართ მზად შესაბამის ფასილიტაციის ნიმუშების შესაქმნელად.
პროექტის პორტფოლიოში შევიტანე ჩემი ნაშრომები და ჩავაშენე ბლოგზე. თითქოს ნასწავლი საკითხია მაგრამ ტექნიკური მხარე ყოველთვის მოითხოვს სისტემატიზაციას.
დღ ძალიან ნაყოფიერი და შედეგეიანი იყო.
პროექტის პორტფოლიოში შევიტანე ჩემი ნაშრომები და ჩავაშენე ბლოგზე. თითქოს ნასწავლი საკითხია მაგრამ ტექნიკური მხარე ყოველთვის მოითხოვს სისტემატიზაციას.
დღ ძალიან ნაყოფიერი და შედეგეიანი იყო.
Friday, July 14, 2017
დღე 7
გავეცანით მე-6 მოდულს, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისათვის,განვიხილეთ გარდნერისა და ბლუმის მატრიცა, რომლის მოდიფიცირებასაც ადგილზე შევეცადე და პროექტში აუცილებლად გამოვიყენებ.
Saturday, July 8, 2017
დღე 6
დღე საკმაოდ დატვირთული იყო. განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. ჯგუფის წევრებმა გამოვიყენეთ უკუკავშირის ფორმა. განვიხილეთ მე-5 მოდული. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე. ვფიქრობ, შეფასების რუბრიკებს დავნერგავ ჩემს გაკვეთილებზე.
დღე 5
გავეცანი მე-3მოდულს, კავშირების და უკუკავშირის ფორმებს, საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობას, მოვირგე მოსწავლის როლი. ვფიქრობ, ეს ყველავერი დამეხმარა დამენახა პროექტის მიმდინარეობა და დარჩენილი სამუშაოს სირთულე.
დღე-4
დღეს გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს. გავაანალიზე თითეული მიზანი და გავწერე შეფასების დროის სქემა ჩემი პროექტის მოთხოვნების შესაბამისად.
Subscribe to:
Posts (Atom)